მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების როლი ინგლისური ენის სწავლებაში
მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლებაში. გაცვლითი პროგრამების დახმარებით მოსწავლეები არა მხოლოდ აუმჯობესებენ ენის ცოდნას, არამედ ეცნობიან და სწავლობენ უცხო ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების სტილს.
მოსწავლეები იძიებენ თუ რა გაცვლითი პროგრამები არსებობს საქართველოში, ეცნობიან გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს, იღებენ ინტერვიუს მათგან, ადარებენ უცხო ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, ცხოვრების სტილს საკუთარ ქვეყანასთან. მოსწავლეები მსჯელობენ გაცვლითი პროგრამების დადებით მხარეებზე და სირთულეებზე რომლის გადალახვა ხშირად უწევთ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს და აანალიზებენ ასეთი პროგრამების მნიშვნელობას მოსწავლეთა წარმატებული მომავლისთვის. მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს, ბროშურებს და აკეთებენ პრეზენტაციას უფროსკლასელათვის გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ.
მომწონს პროექტის იდეა და თემა. კარგად და მკაფიოდ არის გამოხატული მოსწავლის აქტივობები და მიზნები. გისურვებ წარმატებას!
ReplyDelete