Thursday, July 16, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო. თითოეულ გამომსვლელს ორი ოპონენტი ჰყავდა. ერთი პრეზენტაციის დადებით მომენტებს უსვამდა ხაზს, ხოლო მეორე გასაუმჯობესებელ რჩევებს აძლევდა.ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო თითოეული ჯგუფის წევრისთვის.  დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.

Wednesday, July 15, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგებისთვის. დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული. შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო და დავწერეთ საკუთარი თავის შესახებ. ვისწავლეთ სურათების ჩასმა. პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები გუგლ დრაივის გამოყენებით.

მასწავლებლის პრეზენტაცია

Tuesday, July 14, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღე საკმაოდ დათვირთული იყო. ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა  , ვიმუშავეთ გეგმის შაბლონის  სრულყოფაზე და მივიღეთ მეორე  დღისთვის შესასრულებელი  დავალებები , იმისათვის რომ სრულყოფილი იყოს  ჩვენი პორტფოლიო . 

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, July 12, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. გავიხსენეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მათ გამოყენებაზე. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და  მივიღეთ დავალება - მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.

Wednesday, July 8, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. დავიწყეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების ჩამოყალიბება რომელიც საკმაოდ დამაფიქრებელი და არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა ტრენინგის მონაწილეებისათვის. გავაანალიზეთ შეკითხვები, სათანადო რჩევები მივეცით ერთმანეთს, აქტიურად გვეხმარებიდა ტრენერი.შეკითხვები განვათავსეთ საკუთარ ბლოგებზე.
გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო შეფასების ინსტრუმენტების გასაცნობად. გავეცანით ინტელის სივრცეში განთავსებულ შეფასების მეთოდებს, შევარჩიეთ საკუთარი პროექტისთვის პროექტის შეფასების მეთოდები და განვათავსეთ პროექტის შეფასების ჩარჩოში.
ვისწავლეთ "გუგლდრაივის" გამოყენება, ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება და შევასრულეთ დავალება რომელიც საბოლოოდ ტრენერს გადავუგზავნეთ.

Tuesday, July 7, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები?

ზოგადი კითხვები
  • რამდენად მნიშვნელოვანია უცხო ენების ცოდნა დღევანდელ ცხოვრებაში?

თემატური კითხვები

  • რა მნიშვნელობა აქვს გაცვლით პროგრამებს ინგლისური ენის შესასწავლად?
  • რა სირთულეებს შეიძლება შხვდნენ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები?
  • რა წარმატება შეიძლება მოუტანოს სტუდენტებს გაცვლით  პროგრამებში მონაწილეობამ?

შინაარსობრივი კითხვები
  •    ენის რა ცოდნის დონეა საჭირო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
  • წერილის წერის რა ფორმას ვიყენებთ მასპინძელ ოჯახთან წერილის მისაწერად?



მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო. დავასრულეთ ბროშურაზე მუშაობა, გადავხედეთ ესგ-ს, გამოვყავით ჩვენი პროექტისათვის მისაღები და გამოსაყენებელი სტანდარტები და შესაბამისი ინდიკატორები. გადავიტანეთ პროექტის გეგმები.ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეიდან გამომდინარე მოსწავლეთა ამოცანები.გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების პრეზენტაციას.

მოსწავლის ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:
  • ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში
  • გააცნობიერონ გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობა ინგლისური ენის სწავლებისთვის
  • გამოიყენონ ბეჭვდითი თუ ელექტრონული მასალა ინფორმაციის შესაგროვებლად და მიღებული ცოდნის აუდიტორიისთვის გადასაცემად.
  • შეადგინონ შეკითხვები ინტერვიუსთვის და შეხვდნენ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს.
  • გააანალიზონ და დაადგინონ სხვადასხვა (1-2 კვირიანი, 1 წლიანი) გაცვლითი პროგრამების მსგავსება განსხვავებები, იმსჯელონ თუ რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები და რა წარმატება შეიძლება მოუტანოთ მათ ამ პროგრამაში მონაწილეობამ
  • შეადგინონ ბროშურა ან კედლის გაზეთი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე მომავალი თაობის წარმატებისთვის. ბროშურას დაურთან სურათები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტების ცხოვრების შესახებ.

Monday, July 6, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. გავიაზრე პროექტის იდეა, ჩამოვაყალიბე და განვათავსე ბლოგზე. გავეცანი კოლეგების საპროექტო იდეებს და შესაბამისი კომენტარებიც გადავუგზავნე. დავიწყეთ ბროშურის დამზადების შესწავლა. მივიღეთ დავალება მომავალი სამუშაო დღისთვის.

Sunday, July 5, 2015

ჩემი პროექტის იდეა

მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამების როლი ინგლისური ენის სწავლებაში

მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანია უცხო ენის სწავლებაში. გაცვლითი პროგრამების დახმარებით მოსწავლეები არა მხოლოდ აუმჯობესებენ ენის ცოდნას, არამედ ეცნობიან და სწავლობენ უცხო ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ცხოვრების სტილს.
მოსწავლეები იძიებენ თუ რა გაცვლითი პროგრამები არსებობს საქართველოში, ეცნობიან გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს, იღებენ ინტერვიუს მათგან, ადარებენ უცხო ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას, ცხოვრების სტილს საკუთარ ქვეყანასთან. მოსწავლეები მსჯელობენ გაცვლითი პროგრამების დადებით მხარეებზე და სირთულეებზე რომლის გადალახვა ხშირად უწევთ გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს და აანალიზებენ ასეთი პროგრამების მნიშვნელობას მოსწავლეთა წარმატებული მომავლისთვის. მოსწავლეები აკეთებენ კედლის გაზეთს, ბროშურებს და აკეთებენ პრეზენტაციას უფროსკლასელათვის გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობის შესახებ.

პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველი დღე იყო საკმაოდ საინტერესო. გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს. ვისაუბრეთ რას ნიშნავს სიტყვა "ინტელი", შევქმენი ჩემი ელექტრო ფოსტა . გავეცანით როგორ შეგვექმნა პორტფელიო. მივიღეთ საშინაო დავალება.