ინტელის ძირითადი სასწავლო კურსი
პროექტებით სწავლება
Thursday, July 16, 2015
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღე ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო იყო. ეს დღე ჯგუფის წევრების პროექტის პრეზენტაციას დაეთმო. თითოეულ გამომსვლელს ორი ოპონენტი ჰყავდა. ერთი პრეზენტაციის დადებით მომენტებს უსვამდა ხაზს, ხოლო მეორე გასაუმჯობესებელ რჩევებს აძლევდა.ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო თითოეული ჯგუფის წევრისთვის. დიდი მადლობა ტრენერს, ქ– ნ ლალი გიგაურს, საინტერესო და ნაყოფიერი დღეებისთვის.
Wednesday, July 15, 2015
მერვე დღის რეფლექსია
დიდი მადლობა ტრენერს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგებისთვის. დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული. შევამოწმეთ საშინაო დავალება.ვისწავლეთ ბლოგზე დამატებითი გვერდების შექმნა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო და დავწერეთ საკუთარი თავის შესახებ. ვისწავლეთ სურათების ჩასმა. პორტფოლიოში ჩავტვირთეთ ჩვენი საქაღალდეები გუგლ დრაივის გამოყენებით.
Tuesday, July 14, 2015
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე საკმაოდ დათვირთული იყო. ვისწავლეთ გუგლ დრაივზე პრეზენტაციის ატვირთვა , ვიმუშავეთ გეგმის შაბლონის სრულყოფაზე და მივიღეთ მეორე დღისთვის შესასრულებელი დავალებები , იმისათვის რომ სრულყოფილი იყოს ჩვენი პორტფოლიო .
Sunday, July 12, 2015
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იყო. გავიხსენეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და ვისაუბრეთ მათ გამოყენებაზე. ვისწავლეთ სლაიდების შექმნა და მივიღეთ დავალება - მოვამზადოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)